დონალდ ტრამპი - მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთს უკანალზე კოცნის, საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა დაკარგა გავლენა მსოფლიოში მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გიჟური მსოფლიო გვაქვს, რომელიც ფეთქდება და აშშ-ს აბსოლუტურად არ აქვს სათქმელი. და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან არის და უკანალზე კოცნის. საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჩინეთში ვიზიტის დროს ემანუელ მაკრონმა ტაივანის საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ ევროპა არ უნდა ჩაერთოს კრიზისებში, რომლბიც მას არ ეხება და რაც ხელს შეუშლის სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში.