ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან „ფარულ გარიგებას“ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაშემწე მაიკლ ფლინი კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
როგორც აშშ-ის შტატების 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა, ერთადერთი რაშიც ფლინი დამნაშავეა, არის ის, რომ მან ფედერალური საგამოძიებო ბიურო მოატყუა. ტრამპის თქმით, მისმა ყოფილმა მრჩეველმა თავად აღიარა ეს დანაშაული და ამის გამო, მას ფლინის თანამდებობიდან გადაყენება მოუხდა.
შეგახსენებთ, რომ მანამადე სასამართლო განხილვის დროს ფლინმა აღიარა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს რუსეთის ელჩთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები დაუმალა. ფლინი აცხადებს, რომ ამ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე იყო საუბარი. ამერიკულ მედიაში უკვე აქტიურად წერენ, რომ ფლინი არა საკუთარი ნებით, არამედ ტრამპის მრჩევლისა და სიძის ჯარად კუშნერის დავალებით მოქმედებდა.
ამ ეტაპზე გამოძიება ცდილობს გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა რუსეთის ხელისუფლების წევრებთან კონტაქტი ტრამპის საარჩევნო შტაბის სხვა ყოფილ წევრებსაც.