დონალდ ტრამპი - რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღების კონტროლზე შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ბირთვულ ძალებს შექმნის
დონალდ ტრამპი - რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღების კონტროლზე შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ბირთვულ ძალებს შექმნის

რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღების კონტროლზე შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, აშშ მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ბირთვულ ძალებს შექმნის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, პეკინსა და მოსკოვს ერთდროულად სურთ, ვაშინგტონთან აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა ბირთვულ იარაღზე მილიარდობით დოლარის ხარჯვა შეჩერდეს.

„ვიდრე ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება, ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, შეიქმნას მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ბირთვული ძალები მსოფლიოში“, – აღნიშნა ტრამპმა.

სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის ზომებზე შეთანხმების მოქმედება 2021 წლის დასაწყისში იწურება. პენტაგონში ფიქრობენ, რომ რუსეთს 2 000-მდე არასტრატეგიული ბირთვული იარაღი აქვს.