აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთსა და საუდის არაბეთს მადლობას უხდის. ამის შესახებ ტრამპი „ტვიტერში“ წერს.
საუბარია „ოპეკ პლუსთან“ შეთანხმებაზე ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ.
„ჩართული ვიყავი მოლაპარაკების პროცესში, რბილად რომ ვთქვათ, „ოპეკ პლუსი“ დღეში არა უკვე ნათქვამი 10 მილიონი ბარელის შემცირებას აპირებს, არამედ 20-ის. თუ რამე მსგავსი მოხდა და მსოფლიო „კოვიდ-19“-ის შემდეგ ბიზნესს დაუბრუნდა, ენერგეტიკის ინდუსტრია კვლავ ძლიერი იქნება, გაცილებით სწრაფად, ვიდრე ახლა მოიაზრება. გმადლობ ყველას, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა ამ ბიზნესის ფეხზე დაყენებისთვის, კერძოდ რუსეთსა და საუდის არაბეთს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.