დონალდ ტრამპი - რუსეთისთვის არასდროს მიმუშავია
დონალდ ტრამპი - რუსეთისთვის არასდროს მიმუშავია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისთვის არასდროს უმუშავია. ამის შესახებ მან ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე არასდროს მიმუშავია რუსეთისთვის. თქვენ პასუხი ყველაზე კარგად იცით. არა მხოლოდ არასდროს მიმუშავია რუსეთისთვის, მიმაჩნია სირცხვილად ისიც კი, რომ ამ კითხვას სვამთ, რადგან ეს ერთი დიდი ტყუილია“, – განაცხადა ტრამპმა.

კრემლთან შესაძლო კავშირის შესახებ დონალდ ტრამპს ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუს დროსაც ჰკითხეს, რა დროსაც მან ამ შეკითხვას შეურაცხმყოფელი უწოდა.

ბოლო დღეებში ამერიკული მედიაში აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა Washington Post-მა დაწერა, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს მალავს და თარჯიმანს ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაკეთებული ჩანაწერებიც კი წაართვა. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საიდუმლოდ არაფერს ინახავს.