დონალდ ტრამპი - რუს ალქაჯებზე გამოგონილი ნადირობის გარეშე, ჩემი რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნებოდა
რუს ალქაჯებზე გამოგონილი ნადირობის გარეშე, ჩემი რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნებოდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ (გადასახადებისა და რეგულაციების შემცირება, მოსამართლეები, სამხედროები, ვეტერანები და სხვ.) ჩემი რეიტინგი 75% იქნებოდა და არა 50%, როგორც ეს ახლახანს Rasmussen-ის ანგარიშმა გამოაქვეყნა. ამას პრეზიდენტის შევიწროება ჰქვია!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირებზე გამოძიებას, სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს. პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებას ალქაჯებზე ნადირობად მოიხსენიებს.