დონალდ ტრამპი - როგორი სიურეალისტური ჩანს, ისინი აპირებენ ჩემს დაპატიმრებას, არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება, გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი
როგორი სიურეალისტური ჩანს – ისინი აპირებენ ჩემს დაპატიმრებას, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც „სიენენი“ იუწყება, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ეს მაშინ დაწერა, როდესაც სასამართლოს შენობისკენ მიემართებოდა, სადაც დღეს ბრალს წარუდგენენ.
„მივდივარ ქვედა მანჰეტენისკენ, სასამართლოში. როგორი სიურეალისტური ჩანს – ისინი ჩემს დაპატიმრებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება. გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ცოტა ხნის წინ მივიდა ნიუ იორკის სასამართლოში.