დონალდ ტრამპი - როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ხარ, სრული ძალაუფლება გაქვს, ეს ასე იქნება და გუბერნატორებმა იციან ეს
დონალდ ტრამპი - როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ხარ, სრული ძალაუფლება გაქვს, ეს ასე იქნება და გუბერნატორებმა იციან ეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული ზომების გამარტივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მისი პრეროგატივაა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხარ, სრული ძალაუფლება გაქვს. სრული, ეს ასე იქნება და გუბერნატორებმა ეს იციან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.