დონალდ ტრამპი - რესპუბლიკური პარტია ახლა ძლიერია, როგორც არასდროს
დონალდ ტრამპი - რესპუბლიკური პარტია ახლა ძლიერია, როგორც არასდროს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.

„არასდროს მინახავს ასეთი ძლიერი და ერთიანი რესპუბლიკური პარტია, დიდი მადლობა“, – წერს დონალდ ტრამპი.

გასულ კვირას კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე სენატს გადასცა. იმპიჩმენტის პროცედურა 21 იანვარს გაიმართება. დემოკრატიული პარტია აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პირველ პირზე, ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

დატოვე კომენტარი