თურქეთი და ერაყი ერთობლივ კომიტეტს აამოქმედებენ, რომელიც გააკონტროლებს სინჯარის რეგიონიდან „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სრულად გასვლას

20:21, 08.11.2026

თურქეთი და ერაყი ერთობლივ კომიტეტს აამოქმედებენ, რომელიც გააკონტროლებს სინჯარის რეგიონიდან „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სრულად გასვლას.

თურქეთის და ერაყის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მხარეები ადასტურებენ თავიანთ საერთო ვალდებულებას, გააგრძელონ ერაყის ხელისუფლების მიერ აქამდე გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია სინჯარში სახელმწიფო ხელისუფლების სრულად დამყარებისა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტული ელემენტების ყოფნის აღმოფხვრისკენ. ეს ხორციელდება ორი ქვეყნის ლიდერების მიერ 23 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად.

თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ ლიდერთა დონეზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, დაიწყებს საჭირო ნაბიჯების გადადგმას ბაშიკა-ზილიკანის ობიექტის ერაყის ფედერალური მთავრობისთვის ეტაპობრივად გადაცემის მიზნით.

ბაშიკა-ზილიკანი არის ერაყის ჩრდილოეთით, ნინევიის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა (დასახლება), რომელსაც თურქეთის შეიარაღებული ძალები 2015 წლიდან იყენებენ.

მსგავსი