ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.
„არასდროს მინახავს ასეთი ძლიერი და ერთიანი რესპუბლიკური პარტია, დიდი მადლობა“, – წერს დონალდ ტრამპი.
გასულ კვირას კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე სენატს გადასცა. იმპიჩმენტის პროცედურა 21 იანვარს გაიმართება. დემოკრატიული პარტია აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პირველ პირზე, ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებს.