მე რასისტი არ ვარ, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიგრაციის შესახებ მისი იმ კომენტარის შემდეგ გააკეთა, რამაც საერთაშორისო საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.
ტრამპის განცხადება ჰაიტიდან და აფრიკიდან ჩასულ მიგრანტებს შეეხებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის სრულ მზადყოფნაშია და მონდომებულია მიაღწიოს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც აშშ-ში ჩასულ მიგრანტებს დაიცავს.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა ის რასისტი, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ჰაიტიდან და აფრიკიდან ჩასულ მიგრანტებს ჯურღმულიდან გამოქცეულები უწოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაზე ნაკლებად ის რასისტი ადამიანია, ვინც კი ჟურნალისტებს შეხვედრია.