დონალდ ტრამპი - რადიკალმა მემარცხენეებმა დააზიანეს ქალაქები, პოლიციის ოფიცრები და ყალბი მედია ამბობდა, თუ რა მშვენიერი აქციები იყო
რადიკალმა მემარცხენეებმა დააზიანეს ქალაქები, პოლიციის ოფიცრები და ყალბი მედია ამბობდა, თუ რა მშვენიერი აქციები იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში მიმდინარე მიტინგზე განაცხადა.
„რადიკალი მემარცხენეები ისტორიის ვანდალიზებას ახდენენ და ანადგურებენ მონუმენტებს. მათ სურთ, გაანადგურონ ჩვენი მემკვიდრეობა და დააწესონ თავიანთი რეპრესიული რეჟიმი. სურთ, დაფინანსება შეუჩერონ და დაშალონ პოლიციის დეპარტამენტები. მემარცხენე ანარქისტებმა ჩამოაგდეს ჯეფერსონის, კოლუმბისა და ვაშინგტონის ძეგლები და დაწვეს აშშ-ის დროშა, რაც დანაშაულია. ჩვენი ერის ღირებულებებზე თავდასხმის დროს, ჯო ბაიდენი ჩუმად არის“, – აღნიშნა ტრამპმა.