დონალდ ტრამპი - რადიკალი მემარცხენეები სრულად მართავენ და აკონტროლებენ „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“, „თვითერს“ და „გუგლს“
რადიკალი მემარცხენეები სრულად მართავენ და აკონტროლებენ „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“, „თვითერს“ და „გუგლს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ, „თვითერში“ დაწერა.
„რადიკალი მემარცხენეები სრულად მართავენ და აკონტროლებენ „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“, „თვითერს“ და „გუგლს“. ადმინისტრაცია მუშაობს ამ უკანონო ვითარების გამოსასწორებლად. დარჩით ხაზზე და გამოგზავნეთ სახელები და ღონისძიებები“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.