დონალდ ტრამპი - ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს
ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.
დონალდ ტრამპმა თურქეთს 20 მილის ფართობზე უსაფრთხოების ზონის შექმნისკენ მოუწოდა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქურთებმა თურქეთის პროვოცირება არ უნდა მოახდინონ.
„დავიწყეთ სირიიდან ჯარის გაყვანა, ამავდროულად ვბომბავთ ისლამური სახელმწიფოს ნარჩენებს. რეფორმირების შემთხვევაში, მათ მახლობლად არსებული ბაზიდან დავბომბავთ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის მიმართულებით აშშ-ის ბრძოლის ყველაზე დიდი ბენეფიციარები რუსეთი, ირანი და სირია არიან. ჩვენც ვისარგებლეთ, მაგრამ ახლა დროა ჩვენი ჯარების სახლში დაბრუნდნენ. დაუსრულებელი ომები უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი, იბრაჰიმ კალინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქურთების და ქურთული სამხედრო ჯგუფების შედარება ფატალური შეცდომაა. კალინმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას პატივს სცემს.