დონალდ ტრამპი პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით აღმასრულებელ ბრძანებას ხვალ წარადგენს
დონალდ ტრამპი პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით აღმასრულებელ ბრძანებას ხვალ წარადგენს

დონალდ ტრამპი პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით აღმასრულებელ ბრძანებას ხვალ წარადგენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული ბრიფინგისას განუცხადა.

ტრამპის თქმით, ის რეფორმასთან დაკავშირებით სხვადასხვა ჯგუფების შეხედულებებს გაეცნო და აღმასრულებელი ბრძანება უკვე გენერალურ პროკურორთან, ბილ ბართან არის გადაგზავნილი. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რეფორმასთან დაკავშირებით ხვალ სპეციალური კონფერენცია გაიმართება.

„ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რაც გასული თვის განმავლობაში ვნახეთ და წარვადგენთ საპასუხო გადაწყვეტილებებს, კარგ გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ტრამპმა.