დონალდ ტრამპი - ორი კვირის წინ თაღლითმა ჯო ბაიდენმა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დაკავების ბრძანება გასცა, ვისზეა საუბარი? ეს მე ვარ, სწორედ საპრეზიდენტო კამპანიის შუაში
ორი კვირის წინ თაღლითმა ჯო ბაიდენმა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დაკავების ბრძანება გასცა, ვისზეა საუბარი? ეს მე ვარ, სწორედ საპრეზიდენტო კამპანიის შუაში, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ ჰემფშირის შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყნის მოსახლეობაში ჯო ბაიდენზე მეტი მხარდაჭერა აქვს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჭაობის ჭეშმარიტად დაშრობაში არის იუსტიციის დეპარტამენტის – იარაღად და სამართალდამცავი ორგანოების ბოროტად გამოყენების დასრულება პოლიტიკური უთანხმოების შესაჩერებლად. ორი კვირის წინ თაღლითმა ჯო ბაიდენმა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დაკავების ბრძანება გასცა, ვისზეა საუბარი? ეს მე ვარ, სწორედ საპრეზიდენტო კამპანიის შუაში, როდესაც მისი ოპონენტი იმარჯვებს დამაჯერებლად იმის გამო, რომ საზოგადოება მართლაც ჭკვიანია. ჩემი მხარდაჭერა გაიზარდა. მე არ ვაყენებ ვაშინგტონს პირველ ადგილზე, როგორც ამას აკეთებენ. პირველ ადგილზე ამერიკას ვაყენებ ყოველ ჯერზე. ეს არჩევნები გახდება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში კორუმპირებული პოლიტიკური კლასის დასასრული“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ, ჰიპოთეტური კონკურენციის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს სამი პუნქტით უსწრებს. „მორნინგ ქონსალთის“ კვლევით, გამოკითხული ადამიანების 44 პროცენტი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, 41 კი – ჯო ბაიდენს.