დონალდ ტრამპი ოფიციალურ ტოკიოს იაპონიაში ამერიკელი სამხედროების დარჩენის მიზნით ხარჯების გაოთხმაგებას სთხოვს
დონალდ ტრამპი ოფიციალურ ტოკიოს იაპონიაში ამერიკელი სამხედროების დარჩენის მიზნით ხარჯების გაოთხმაგებას სთხოვს. ამის შესახებ „ფორინ პოლისი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონს სურს, რომ ოფიციალურმა ტოკიომ იაპონიაში მყოფი 54 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისთვის განკუთვნილი ყოველწლიური ხარჯები რვა მილიარდამდე გაზარდოს. ამჟამინდელი შეთანხმება 2022 წელს იწურება და ამ დროისთვის არსებული წლიური ხარჯები ორ მილიარდ დოლარს არ აღემატება.
„ფორინ პოლისის“ ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნის შესახებ ტოკიოს დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ივლისში რეგიონში ვიზიტის დროს შეატყობინა. ანალოგიური მოთხოვნების შესახებ დონალდ ტრამპის მაშინდელმა მრჩეველმა სამხრეთ კორეის ხელისუფლებასაც გადასცა. ვაშინგტონის მოთხოვნით, იმისთვის, რომ სეულმა ქვეყანაში მყოფი 28,5 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ხარჯები აანაზღაუროს, დაფინანსება ხუთჯერ უნდა გაზარდოს.
„ფორის პოლისის“ მიერ მოპოვებულ ცნობებთან დაკავშირებით ვაშინგტონს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.