დონალდ ტრამპი ნიუ იორკში კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება გახდა.
ბოლო მონაცემებით, ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით, ახალი კორონავირუსით თითქმის 53 ათასი ადამიანია ინფიცირებული.