დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ცუდად მექცეოდნენ, ამიტომ საცხოვრებელ მისამართს ვიცვლი
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ცუდად მექცეოდნენ, ამიტომ საცხოვრებელ მისამართს ვიცვლი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იცვლის.

როგორც ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, მისი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ნიუ იორკის ნაცვლად ფლორიდა იქნება.

ამასთან ერთად ტრამპი წერს, რომ „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თეთრ სახლში აპირებს დარჩენას“

„1600 პენსიკავანიის ავენიუ, თეთრი სახლი, ეს არის ადგილი რომელიც მიყვარს და იმედია, აქ დავრჩები მომდევნო ხუთი წლის განმავალობაში, როდესაც ჩვენ ამერიკას ისევ დავუბრუნებთ ძველ დიდებას, მაგრამ ჩემი ოჯახის და ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ფლორიდა გახდება. მე ვაფასებ ნიუ იორკს და ნიუ იორკელ ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ, იმის მიუხედვად, რომ ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ვაბანდებ ამ ქალქში, შტატში და ადგილობრივ საგადასახადო სამსახურში, მაინც ძალიან ცუად მექცეოდნენ ქალაქის და შტატის პოლიტიკური ლიდერები. ცოტას თუ ექცეოდნენ ამაზე უარესად. მე არ მსურდა ასეთი გადაყწვეტილების მიღება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც საუკეთესო გამოსავალია ყველასთვის. როგორც პრეზიდენტი, ყოველთვის დავეხმარები ნიუ იორკს და მის შესანიშნავავ მოქალაქეებს. ნიუ იორკს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში“ ,- წერს დონალდ ტრამპი.