დონალდ ტრამპი - ნიუ იორკი ნაწილაკებად იყო გახლეჩილი, გუბერნატორი კი, უარს ამბობს ჩემს შეთავაზებაზე და ეროვნული გვარდიის მიღებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ ღამით ნიუ იორკში მიმდინარე აქციის გამო გუბერნატორი ენდრიუ კუომო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკრიტიკა.
„გუშინ ძმებ კუომოებისთვის ცუდი ღამე იყო. ნიუ იორკი მოიცვეს მაროდიორებმა, რადიკალმა მემარცხენეებმა. გუბერნატორი უარს ამბობს ჩემს შეთავაზებაზე და ეროვნული გვარდიის მიღებაზე. ნიუ იორკი ნაწილაკებად იყო გახლეჩილი“, – წერს დონალდ ტრამპი.
პრეზიდენტი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა.
„ვაშინგტონს გასულ ღამეს არ ჰქონია პრობლემები. ყველამ ძალიან კარგად იმუშავა. უზომო ძალა. დომინანტობა. ასევე, ჩინებული იყო მინეაპოლისი“, – წერს დონალდ ტრამპი.