„ნიუ იორკ თაიმსმა“ პატიება დაჩოქილმა უნდა მთხოვოს, – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.
ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსის“ ეკონომიკური სვეტის ავტორი პოლ კრუგმანი, რომლიც აშშ-ის პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს.
აშშ-ის ლიდერის თქმით, „ნიუ იორკ თაიმსმა“ საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა ივარაუდა, რაც ტრაპის თქმით, არ მომხდარა და ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა.
„მაინტერესებს, თუ მომიხდის ბოდიშს „ნიუ იორკ თაიმსი“ მეორედ, ისე, როგორც ეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს. მაგრამ ეს უფრო დიდი ბოდიში უნდა იყოს. მათ მუხლებზე დადგომა მოუწევთ და უნდა შემეხვეწონ პატიება. ისინი ნამდვილად არიან სახელმწიფოს მტრები“, – წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, „კრუგმანმა და „ნიუ იორკ თაიმსმა“ ყალბი და არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ნდობა დაკარგა“.
„ძველ დროს“ თუ შენ იყავი პრეზიდენტი და გქონდა კარგი ეკონომიკა, შენ იმუნიტეტით სარგებლობდი და კრიტიკა არ გეხებოდა. ახლა, როგორც პრეზიდენტს, მაქვს საუკეთესო ეკონომიკა ისტორიაში, მაგრამ წამყვანი მედიასაშუალებებისთvის ეს არაფერს ნიშნავს. ეს შეიცვლება“, – წერს ტრამპი.