დონალდ ტრამპი - ნეთანიაჰუ მძიმედ დაზარალდა იმის გამო, რაც მოხდა, ისრაელი არ იყო მომზადებული, მათ უნდა გამოასწორონ ეს ვითარება
დონალდ ტრამპი - ნეთანიაჰუ მძიმედ დაზარალდა იმის გამო, რაც მოხდა, ისრაელი არ იყო მომზადებული, მათ უნდა გამოასწორონ ეს ვითარება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელი არ იყო მზად „ჰამასის“ თავდასხმისთვის.

„ნეთანიაჰუ ძალიან მძიმედ დაზარალდა იმის გამო, რაც მოხდა. ის არ იყო მომზადებული და ისრაელი არ იყო მომზადებული. მათ უნდა გამოასწორონ ეს ვითარება, რადგან ისინი ებრძვიან პოტენციურად ძალიან დიდ ძალას“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც მედია წერს, ჰეზბოლასთან დაკავშირებით ტრამპმა აღნიშნა, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები არიან.

„ისინი ბოროტები და ძალიან ჭკვიანები არიან. ისინი ძალიან ბოროტები არიან, რადგან არავის უნახავს ისეთი სანახაობა, როგორიც ჩვენ ვნახეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.