დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტას განიხილავს
დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ევროპელი პოლიტიკოსებისა და ნატო-ს წარმომადგენლების ინფორმაციით, ტრამპის მრჩევლებმა მოკავშირე ქვეყნებს უთხრეს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შემცირება იქნება უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რაც ნატო-სთან ჩართულობის დონის კლებას ითვალისწინებს.
„ამერიკული დაზვერვა იყო, რომელიც დაეხმარა ნატო-ს ქვეყნების დარწმუნებას, რომ პუტინს გადაწყვეტილი ჰქონდა უკრაინაში შეჭრა. ზოგიერთ ქვეყანას არ სჯეროდა, რომ რუსეთს ჰქონდა შესაძლებლობები წარმატებული სამხედრო კამპანიის განსახორციელებლად“, – აცხადებენ ევროპელი პოლიტიკოსები.
ტრამპის შესაძლო მომავალი ადმინისტრაციის პირობებში დაზვერვის მონაცემების შეზღუდვა იყო განხილვის თემა ნატო-ს სამიტზე. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის დაზვერვის გაზიარების შემცირებამ შეიძლება შეამციროს ევროპის უნარი, გაუმკლავდეს რუსეთის შეჭრას, თუ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს სამხედრო ოპერაციების გაფართოებას კონტინენტზე უკრაინის მიღმა.