დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილა. მხარეებმა ყურადღება ტერორიზმთან ბრძოლასა და ნატო-ს წევრებს შორის ფინანსური ტვირთის სამართლიანი გაზიარების მნიშვნელობაზე.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა ტრამპს აშშ-ის წვლილისთვის, რომელიც ვაშინგტონს თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდაში შეაქვს და რასაც მკაფიო შედეგი მოაქვს.
მისივე თქმით, მოკავშირეები ევროპასა და კანადაში უკვე ზედიზედ მესამე წელია ზრდიან სამხედრო ხარჯებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მეტად ვზრუნავთ საერთო უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგი თეთრ სახლში სტუმრობისას ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისს, გენერალ ჯონ კელის და აშშ-ის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს. მოლაპარაკებების დროს განიხილეს სირიაში, ირანსა და რუსეთში არსებული სიტუაცია.