ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზადაა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებაზე დანიშნულ სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს შეხვდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ ვისურვებდი მასთან შეხვედრას. იმიტომ, რომ ჩვენ ცუდი არაფერი ჩაგვიდენია, არ იყო არანაირი შეთქმულება. მასთან საუბარი ჩემზე მეტად არავის უნდა”,- განაცხდა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს არ დამალა, რომ მისი ადვოკატები შეხვედრის გამართვის წინააღმდეგები არიან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ეჭვქვეშ აყენებს მიულერის გუნდის მიუკერძოებლობის საკითხს, რადგან ის დემოკრატებითაა დაკომპლექტებული.
ტრამპმა ის ფაქტიც გაიხსენა, რომ რობერტ მიულერი გამოძიების ფედრალური ბიუროს ხელმძღვანელად ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს მუშაობდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ თანამდებობაზე რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა დანიშნა.