დონალდ ტრამპი მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვაზე - ვფიქრობ, 9 მაისი ძალიან ახლოა, მაგრამ შესაფერის დროს მე ჩავალ მოსკოვში
დონალდ ტრამპი მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვაზე - ვფიქრობ, 9 მაისი ძალიან ახლოა, მაგრამ შესაფერის დროს მე ჩავალ მოსკოვში

ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, დაახასიათებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, როგორც „დიქტატორს“.

„ამ სიტყვებს ასე ჰაერზე არ ვისვრი, ვნახოთ, როგორ გამოვა ყველაფერი“, – განაცხადა ტრამპმა.

მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ 9 მაისს და უახლოეს მომავალში არ გეგმავს ვიზიტს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ შესაფერის დროს რუსეთში ჩავიდეს და არც იმას, რომ პუტინიც ჩავიდეს აშშ-ში.

„ვფიქრობ, 9 მაისი ძალიან ახლოა, მაგრამ შესაფერის დროს მე ჩავალ მოსკოვში“, – განაცხადა ტრამპმა.