დონალდ ტრამპი - მომწონს იდეა, რომ კონგრესში იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენებზე ჩვენება მივცე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი კონგრესში იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოსმენებზე ჩვენება მისცეს. ეს განცხადება ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.
„მიუხედავად იმის, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია, მომწონს იდეა და მას სერიოზულად განვიხილავ იმისათვის, რომ კონგრესი კიდევ ერთხელ ფოკუსირდეს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ამ ინიციატივით რამდენიმე დღის წინ წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი გამოვიდა. კონგრესს ჯერ პრეზიდენტი ოფიციალურად არ მიუწვევია.