დონალდ ტრამპი - მიუღებელი მოქმედებების შემთხვევაში, ირანი ისეთ არნახულ დარტყმას მიიღებს, რომლის მსგავსი მასზე არავის განუხორციელებია
მიუღებელი მოქმედებების შემთხვევაში, ირანი მიიღებს ისეთ არნახულ დარტყმას, რომლის მსგავსი მასზე არავის განუხორციელებია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ამჟამად უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე დამაბნეველი განცხადებები გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ვაშინგტონი თავისი ჯარისკაცების სახლში დაბრუნებას ცდილობს, ამავდროულად, დონალდ ტრამპმა ახალ სამხედრო კონფლიქტებში ჩართვაც არ გამორიცხა.
„მე ვცდილობ, რომ გამოვიდე ომებიდან. შესაძლოა, ჩვენ ასევე მოგვიწიოს ომებში მონაწილეობა“, – განაცხადა ტრამპმა.