დონალდ ტრამპი მიმდინარე ზაფხულში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ეს შესაძლებელია“, -აღნიშნა ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი რუსეთის მონაწილეობით „დიდი რვიანის“ აღდგენას.
„რამდენიმე წლის წინ პუტინი იყო „დიდი რვიანის“ მონაწილე. მიმაჩნია, რომ უკეთესია, რუსეთი იყოს გაერთიანებაში, ვიდრე მის გარეთ, რადგან როგორც ჩრდილოეთ კორეისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ბევრად უკეთესი იქნება, თუ ჩვენ მათთან ურთიერთობებს დავალაგებთ, ვიდრე პირიქით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რუსეთი „დიდი რვიანიდან“ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.