დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აქვს ძალაუფლება, სპეციალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მას აქვს ძალაუფლება, გაათავისუფლოს სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, – ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გააკეთეს.
„ის ნამდვილად ფიქრობს, რომ ამის გაკეთება შეუძლია“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.
მას შემდეგ, რაც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ადვოკატის მაიკლ კოენის სახლისა და ოფისის ჩხრეკა ჩატარდა, ტრამპმა განაცხადა, რომ მიულერის გათავისუფლებას არ გამორიცხავს.
„ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ დონალდ ტრამპის ადვოკატის სახლის ჩხრეკა პრეზიდენტის მიმართ ორი ქალის ბრალდების საქმეში დეტალების აღმოჩენას ემსახურებოდა. ისინი დონალდ ტრამპთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობაზე საუბრობენ.
რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები ტრამპს მოუწოდებენ, სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის მიერ წარმოებ გამოძიებას ხელი არ შეუშალოს და ის თანამდებობიდან არ გაათვისუფლოს.