დონალდ ტრამპი - მესამე მსოფლიო ომს ვეთამაშებით და ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ძაღლივით გამოაგდეს საარჩევნო კამპანიიდან და არც კი იცის, რომ ცოცხალია
ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვეთამაშებით და ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არც კი ვიცით, თუ არის. სად არის პრეზიდენტი? მათ ის ძაღლივით გამოაგდეს კამპანიიდან და ჩვენ არც კი ვიცით, არის ის პრეზიდენტი? ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც არც კი იცის, რომ ცოცხალია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ტელედებატების დროს განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის.
„მე მინდა ამ ომის მოგვარება. კარგად ვიცნობ ზელენსკის და კარგად ვიცნობ პუტინს. მე მაქვს კარგი ურთიერთობა და ისინი პატივს მცემენ. ისინი არ სცემენ პატივს ბაიდენს. როგორ უნდა სცენ მას პატივი? რატომ? რა მიზეზით? ამ ორი წლის განმავლობაში მას პუტინთან სატელეფონო ზარიც კი არ ჰქონია, არ უსაუბრია ვინმესთან, არც უცდია. ეს არის ომი, რომელიც უნდა მოგვარდეს. თუ გავიმარჯვებ, მე ამას მოვაგვარებ, ვიდრე პრეზიდენტი გავხდები. რას გავაკეთებ მე, როგორც არჩეული პრეზიდენტი – დაველაპარაკები ერთს და მეორეს, ერთად შევკრებ მათ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. როდესაც მე, სამწუხაროდ, პრეზიდენტობის თანამდებობა დავტოვე და დავინახე, რომ პუტინი სამხედროების მობილიზებას ახორციელებდა, რაც მან ჩემი წასვლის მერე გააკეთა, ვთქვი, რომ ის ალბათ მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ეს ასე არ ყოფილა, რადგან ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ესაუბრა მასთან, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეეჩერებინა ეს და ახლა თქვენ გყავთ მილიონობით გარდაცვლილი და ვითარება მხოლოდ უარესდება. ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვეთამაშებით და ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არც კი ვიცით, თუ არის. სად არის პრეზიდენტი? მათ ის გამოაგდეს კამპანიიდან ძაღლივით და ჩვენ არც კი ვიცით, არის ის პრეზიდენტი? ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც არც კი იცის, რომ ცოცხალია“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის საუკეთესო ინტერესშია ამ ომის დასრულება და ეს მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს, რადგან, მისი თქმით, უნდა შეწყდეს ადამიანების სიცოცხლის განადგურება.