დონალდ ტრამპი - მექსიკა თანახმაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს დიდი ოდენობით ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა
მექსიკა დათანხმდა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს დიდი რაოდენობით ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა.
დონალდ ტრამპის თქმით, მექსიკა შეეცდება შეთანხმების შესრულებას და განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან წარმატებული შეთანხმება როგორც აშშ-ისთვის, ასევე, მექსიკისთვის.
აშშ-ს და მექსიკას შორის ვაჭრობასა და მიგრაციაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 8 ივნისს განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, მექსიკა დათანხმდა, რომ არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად აშშ-ის საზღვარზე გადამწყვეტ ზომებს მიიღებს.
შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, აშშ-ი მექსიკის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას გეგმავდა. მექსიკა სამხრეთ საზღვარზე ეროვნულ გვარდიასაც განათავსებს.