დონალდ ტრამპი მედიას, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსს“, „ვაშინგტონ პოსტსა“ და „სიენენს“ ყალბი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი „ნიუ იორკ თაიმსს“, „ვაშინგტონ პოსტსა“ და „სიენენს“, ყალბი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხვების თანახმად, მედია სანდოობის მხრივ დაბალ დონეზეა.
„როგორი გაყალბებული რეპორტაჟები აქვთ „ნიუ იორკ თაიმსს“, „ვაშინგტონ პოსტს“, „სიენენს“ და სხვებს. დამცირების მიზნით ისინი იყენებენ წინადადების მცირე ნაწილს სრული აბზაციდან. ისინი ნამდვილად კორუმპირებულები და ამაზრზენები არიან. გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხვების თანახმად, მედია რეკორდულად დაბალ დონეზეა და არ არის სანდო“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ, „ფეისბუქში“.