დონალდ ტრამპი - მე ყოველთვის ვიქნები დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ყოველთვის იქნება დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე. ამის შესახებ აღნიშნულია ტრამპის წერილში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
„აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში 19-წლიან მინიმუმზეა. ანალოგიურად, ერაყსა და სირიაში მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მე ყოველთვის ვიქნები დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე. დიდი პატივი იყო ჩვენი შეიარაღებული ძალების აღდგენა და უნიფორმაში მყოფი ჩვენი მამაცი კაცებისა და ქალების მხარდაჭერა.
2.5 ტრილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდა, მათ შორის შესანიშნავ ახალ აღჭურვილობაში, ყველაფერი აშშ-შია დამზადებული“, – ვკითხულობთ ტრამპის განცხადებაში.