დონალდ ტრამპი - მე ჩავკეტე საზღვარი და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში, ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს
მე ჩავკეტე საზღვარი და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში, ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას განაცხადა.
საიმიგრაციო კრიზისზე წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ჰქონდათ ქვეყნის ისტორიაში და „ერთადერთი, რაც ჯო ბაიდენს უნდა გაეკეთებინა, ასეც უნდა შეენარჩუნებინა ის“.
„მან გადაწყვიტა, გაეხსნა საზღვრები და ჩვენი ქვეყანა ისეთი ხალხისთვის, როგორებიც არიან ციხიდან და მენტალური დაწესებულებებიდან გამოსული ხალხი, ტერორისტები. ჩვენ ტერორისტების შემოდინების უდიდესი რიცხვი გვაქვს მთელი მსოფლიოდან. ისინი მოდიან ახლო აღმოსავლეთიდან, მთელი მსოფლიოდან. მე ჩავკეტე საზღვარი და გვქონდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისტორიაში. ახლა კი ყველაზე საშინელი საზღვარი გვაქვს. მსგავსი არაფერი ყოფილა. ხალხი იხოცება“, – განაცხად ადონალდ ტრამპმა.
ამასთან, ბაიდენმა დებატისას აღნიშნა, რომ ერთადერთი ტერორისტი, რომელიც საზღვრიდან შემოვიდა ტრამპის ადმინისტრაციის დროს, იყო ალ-ქაიდას მეთაური, რომელმაც სამი ამერიკელი სამხედრო მოკლა.
ტრამპის თქმით, ხალხი იხოცება იმის გამო, რომ ბაიდენმა საზღვრები გახსნა.