დონალდ ტრამპი - მე ალბათ თავში ტყვია მივიღე იმის გამო, რასაც ჩემზე ამბობენ
მე ალბათ თავში ტყვია მივიღე იმის გამო, რასაც ისინი ჩემზე ამბობენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„მე ალბათ თავში ტყვია მივიღე იმის გამო, რასაც ჩემზე ამბობენ. ისინი საუბრობენ დემოკრატიაზე, რომ მე ვარ საფრთხე დემოკრატიისთვის. ისინი არიან საფრთხე დემოკრატიისთვის, რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გამოძიებით, რომელმაც არსად მიგვიყვანა“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში დაადანაშაულა.