დონალდ ტრამპი - მაქვს შეგრძნება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზუსტად იცოდა, რა ხდებოდა
დონალდ ტრამპი - მაქვს შეგრძნება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზუსტად იცოდა, რა ხდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, მისი ვარაუდით, ორგანიზაციამ იცოდა, თუ რა ხდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებით.

„მაქვს შეგრძნება, რომ მათ იცოდნენ ზუსტად, თუ რა ხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკრიტიკებდა მის გადაწყვეტილებას, დაეხურა საზღვარი ჩინეთისთვის.

„სამწუხაროდ, სხვა ქვეყნები ენდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მათ არანაირი აკრძალვა არ დააწესეს. თქვენ ხედავთ, რა დაემართა იტალიას, ხედავთ, რა დაემართა ესპანეთს, ხედავთ, რა დაემართა საფრანგეთს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ეს იყო საშინელი ტრაგიკული შეცდომა, „ან შეიძლება მათ იცოდნენ“.

„დარწმუნებული ვარ, მათ ამ ყველაფრის სიმძიმე არ იცოდნენ, ან შესაძლოა იცოდნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.