დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა
იმიტომ მოიგო, რომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„არც ერთი დამკვირვებელი არ იყო დაშვებული. ხმები შეაჯამა კერძო რადიკალურმა მემარცხენე კომპანიამ, დომინიონმა, რომელსაც ცუდი რეპუტაცია და ცუდი აღჭურვილობა აქვს. ფეიქ და ჩუმი მედია და კიდევ ბევრი“, – წერს დონალდ ტრამპი.
საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი 232.