დონალდ ტრამპი მაიამის ფედერალურ სასამართლოში მივიდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც მედია წერს, ტრამპი „უპრეცედენტო და ისტორიული სასამართლოს წინაშე“ წარდგება, როგორც აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ფედერალური ბრალდებები წაუყენეს.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წაყენებული. აქედან 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავებიან.