კორუმპირებული მედიის გამო, ჩემი რეიტინგი დაბალია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ტოტალურად კორუმპირებული მედია ნაკლებად კორუმპირებული რომ ყოფილიყო, ჩემი რეიტინგი მინიმუმ 15 ქულით მეტი იქნებოდა, რაც ეკონომიკაში ჩვენი გრანდიოზული წარმატების დამსახურებაა. ეს შედეგი შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოც კია. ხოლო თუ კორუმპირებული მედია იქნება სამართლიანი, მაშინ ჩემი რეიტინგი 25 ქულით მეტი იქნებოდა. მიუხედავად ყალბი ამბებისა, ჩვენ კარგად ვმუშაობთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
გამოცემა „ჰილის“ მიერ გამოქვეყნებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს აშშ-ის მოქალაქეთა 48 პროცენტი.