დონალდ ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესს 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესს 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აღნიშნული თანხიდან ერთ მილიარდზე მეტი ვაქცინის შემუშავებას, დანარჩენი კი, შესაბამისი მოწყობილობებით კლინიკებისა და ლაბორატორიების აღჭურვას მოხმარდება.
დონალდ ტრამპის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და მოთხოვნილი თანხა „სრულიად არაადეკვატურ მასშტაბად“ შეაფასა.
დღეისათვის ახალი კორონავირუსი აშშ-ის სულ 14 მოქალაქეს აქვს დადასტურებული. ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი, მსოფლიოში 81 147-ს შეადგენს. ვირუსისგან 2 699 პაციენტი გარდაიცვალა.