დონალდ ტრამპი - კორონავირუსმა მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ჩვენ კარგად ვმუშაობთ
დონალდ ტრამპი - კორონავირუსმა მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ჩვენ კარგად ვმუშაობთ

კორონავირუსმა მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ჩვენ კარგად ვმუშაობთ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფმა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობს, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ძლიერი ეკონომიკა გვაქვს. კორონავირუსმა მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ჩვენ კარგად ვმუშაობთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ფედერალური მთავრობა გაუმკლავდება ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულ შედეგებს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ეფექტის შესამცირებლად, მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაცია კონგრესთან განხილვებს იწყებს.