დონალდ ტრამპი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვაწარმოებთ წლის ბოლომდე ან უფრო ადრე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება მიმდინარე წლის ბოლომდე ან უფრო ადრე დაიწყება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბოლო თვეებია, ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს ახალი, ძლიერი და უჩინარი მტერი დაესხა თავს. როგორც ბევრი ამერიკელი, ჩვენ წინ აღვუდეგით ამ გამოწვევას, სიცოცხლის გადამრჩენ მკურნალობას უზრუნველვყოფთ და ვაწარმოებთ ვაქცინას მიმდინარე წლის ბოლომდე ან შესაძლოა, უფრო მალეც. ჩვენ დავამარცხებთ ვირუსსა და პანდემიას, ამერიკას იმაზე ძლიერს გავხდით, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.