დონალდ ტრამპი - კონგრესთან შეთანხმება მიღწეულია, აშშ-ის მთავრობის მუშაობა განახლდება
თეთრმა სახლმა და კონგრესმა შეთანხმებას მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობის მუშაობა განახლდება – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტსა და დემოკრატებს შორის დავის გამო, აშშ-ის სახელმწიფო უწყებების ნაწილი დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. მთავრობის ე.წ. შათდაუნი უკვე თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვდა, რომლის გამოყოფაზეც დემოკრატები უარს ამბობდნენ.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები, ხოლო სენატში რესპუბლიკელები ფლობენ.