დონალდ ტრამპი - კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიქტატურის დასაწყისია
კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიქტატურის დასაწყისია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე დემოკრატების მიერ იყო დანიშნული და ის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს.
„სოროსის მიერ დაფინანსებული დემოკრატები არიან ამ მანკიერი სარჩელის უკან და დაუყოვნებლივ გამოიყენებენ გადაწყვეტილებას დანარჩენ 49 შტატში. შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც დემოკრატებმა დანიშნეს, ახლახან ამოიღეს ჩემი სახელი 2024 წლის კენჭისყრიდან კოლორადოში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ტრამპმა განცხადებაში.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არ მისცემს უფლებას მემარცხენე მოსამართლეებს „მოიპარონ ამერიკელების უმრავლესობის ხმები“.
„ჩვენ ამ ბრძოლას მივიტანთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები ყველგან გაიღვიძებენ იმის გამო, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მმართველი პარტია ცდილობს, მოიპოვოს ტოტალური კონტროლი ამერიკაზე, არჩევნების გაყალბებით. წამყვანი ოპონენტი, რომელიც არის პოლიტიკური აუტსაიდერი, რომელიც მზად არის, დაიცვას შრომისმოყვარე ამერიკელების საჭიროებები და ინტერესები. ასე იბადება დიქტატურა. მე ვიყარე კენჭი პრეზიდენტობაზე, რათა ვიყო ამერიკელი ხალხის ხმა და დამცველი და ეს მოიცავს თქვენი ხმის უფლების დაცვას. მე არ მივცემ უფლებას მემარცხენე მოსამართლეებს, მოიპარონ ამერიკელების უმრავლესობის ხმები“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.