ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან , კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
“მზად ვარ, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, ყველას შევხვდე. არ ვთვლი, რომ ეს ძალის ან სისუსტის გამოვლინებაა”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ის შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ანალოგიური განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მაისში უკვე გააკეთა, თუმცა მაისის შემდეგ ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა გაცილებით მწვავე ფაზაში გადავიდა. მაგალითად 19 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ტრამპმა პირობა დადო, რომ ის სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი ამერიკას საფრთხეს შეუქმნის.
26 სექტემბერს კი ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. განცხადებები კეთდებოდა ჩრდილოეთ კორეაშიც. ფხენიანში ტრამპს “მოხუცი ფსიქოპატი” უწოდეს.