დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარი იდეალური იქნებოდა
დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარი იდეალური იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, კიმ ჩენ ინთან სამომავლო შეხვედრის ადგილად ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის საზღვარი იდეალური იქნებოდა.

„ამ იდეაში განსაკუთრებით მომწონს ის, რომ იქ ხარ, რეალურად ადგილზე ხარ, სადაც, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, დიდი ზეიმი მოეწყობა. და ეს არ იქნება რომელიმე გარეშე ქვეყანაში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, განსახილველ ვარიანტებს შორის რჩება სინგაპურიც. „მათაც აქვთ შანსი, ამ დიდი მოვლენის ნაწილი გახდნენ“, – დასძინა აშშ-ის ლიდერმა.

კიმ ჩენ ინთან სამომავლო შეხვედრის შესახებ ტრამპმა ნიგერიის პრეზიდენტ მუჰამედ ბუჰარისთან ერთად გამართული პრესკონფერენციის ბოლოს ისაუბრა. მუჰამედ ბუჰარი თეთრ სახლში ვიზიტით იმყოფებოდა.