დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი ისტორიული სამიტი შესაძლოა, გადაიდოს
ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ივნისში დაგეგმილი ისტორიული სამიტი შესაძლოა, გადაიდოს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„თუ ეს ახლა არ მოხდება, შესაძლოა, მოხდეს მოგვიანებით” – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
დონალდ ტრამპის თქმით, სამიტზე მუშაობა მიმდინარეობს და ჩრდილო კორეის ლიდერი ბირთვული განიარაღების საკითხს სერიოზულად განიხილავს.
გასულ კვირას ჩრდილო კორეის ხელისუფლებამ თქვა, რომ სამიტი შესაძლოა, გაუქმდეს, თუ აშშ-ი ბირთვულ განიარაღებას ცალმხრივად მოითხოვს.
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მასპინძლობს.
სამხრეთ კორეის მედია წერს, რომ პრეზიდენტი მუნი აშშ-ში ჩრდილო კორეის ლიდერისგან მოსალოდნელ რეაქციებზე ისაუბრებს.