დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს მადლობას უხდის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების იმედს გამოთქვამს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს მადლობას უხდის და ჩრდილოკორეის ბირთვული განიარაღების იმედს გამოთქვამს.
სოციალურ ქსელ Twitter-ში აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ჩრდილო კორეის ლიდერს მის მიმართ ურყევი რწმენა აქვს.
„ჩრდილო კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი „პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ურყევ რწმენას“ აცხადებს. თავმჯდომარე კიმ, მადლობას გიხდით. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ“, – დაწერა ტრამპმა.
მანამდე, ფხენიანში კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, სამხრეთ კორეის წარმომადგენელს აშშ-ის ხელისუფლებისთვის გზავნილი დააბარა. კერძოდ, კიმ ჩენ ინი არ ეთანხმება ვაშინგტონის მოსაზრებას, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში პროგრესი არ არის.